წარმატებით დასრულდა მუშაობა საერთშორისო პროექტზე ,,,TELL ME", სადაც აქტიურად იქვნენ ჩართულები სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N 173 საჯარო სკოლის პედაგოგები მაიკო ნანავა, ნინო გიორგაძე , რუსუდან გორგაძე და მადლენა ასლანიკაშვიული თავიანთ სადამრიგებლო კლასებთან ერთად (1ზ,2ა,3ა,4ზ). პროექტის დამფუძნებლები იყვნენ თურქი პედაგოგი EsraÜnal Akçiçek და ქართველი პედაგოგი რუსუდან გორგაძე.მასში მონაწილეობდა 12 პარტნიორი (6 თურქეთიდან, 5 საქართველოდან და 1 ლიტვიდან). პროექტის მიზანი იყო, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები გაცნობოდნენ მეზობელი ქვეყნების, ქალაქების კულტურულ მემკვიდრეობას და ამავდროულად გაემუჯობესებინათ 21-ე საუკუნის ის უნარ-ჩვევები, როგორიცაა: ციფრული წიგნიერება, კომუნიკაცია, გუნდურობა, შემოქმედებითობა, ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა, კრეატიულობა და ინგლისური ენის გამოყენების უნარები. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები, როგორიცაა: ღირსშესანიშნავი ადგილების წარდგენა, ტრადიციული კერძის მომზადება, ელექტრონული წიგნის დამზადება ერთობლივად, საყვარელი თამაშების წარდგენა, ტრადიციული ზღაპრის ინსცენირებები და სხვა. პროექტმა მოსწავლეებს უკეთ გააცნო საკუთარი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები და ასევე საშუალება მისცა გასცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებსაც.
Thursday, 29 February 2024
Subscribe to:
Posts (Atom)
საერთაშორისო პროექტი
წარმატებით დასრულდა მუშაობა საერთშორისო პროექტზე ,, ,TELL ME" , სადაც აქტიურად იქვნენ ჩართულები სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობი...
-
2023-2024 სასწავლო წელს მე-3 კლასის მოსწავლეებმა თამარ შაღაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს Etvinning-ის საერთაშორისო პროექტში...
-
2023 წლის 19 ოქტომბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლა eTwinning-...
-
2023-2024 სასწავლო წელს თბილისის ვ.გზირიშვილის 173-ე სკოლის მე-3 კლასის ბ კლასის მოსწავლეები თამარ შაღაშვილის ხელმძღვანელობით ჩართულნი ...