Tuesday, 24 June 2025

eTwinning Project

 დასრულდა საერთაშორისო პროექტი „შემამჩნიე–Notice Me”, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ივნისამდე გრძელდებოდა პროექტში მონაწილეობდა სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქ.თბილისის N173 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა გორგასლიძე Xა კლასის მოსწავლეებთან ერთად და ამავე სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი - რუსუდან გორგაძე Vზ კლასის მოსწავლეებთან ერთად. ასევე, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 34 პარტნიორი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.

პროექტი მიზნად ისახავდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართულობის ზრდას ყოველდღიურ საქმიანობაში, მათთვის თანატოლებთან თანასწორი შესაძლებლობების შექმნასა და გარემოს ცვლილებებთან ადაპტაციის უნარების განვითარებას. ასევე, პროექტი ხელს უწყობდა ციფრული უნარების გაუმჯობესებას და მხარდაჭერას ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობისკენ.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები, რომელთა მიზანი იყო ყურადღების გამახვილება იმ დადებით ცვლილებებზე, რასაც თანაგანცდა და მხარდაჭერა იწვევს სპეციალური საჭიროებების მქონე პირების საგანმანათლებლო პროცესში.
განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნავთ პროექტის კოორდინატორების — ბელმა ბაინდირისა და რიმა კუპრეიშვილის, მადლობას ვუხდით პარტნიორი სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს გაწეული ძალისხმევისთვის და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.









No comments:

Post a Comment

eTwinning Project

  დასრულდა საერთაშორისო პროექტი „შემამჩნიე–Notice Me”, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ივნისამდე გრძელდებოდა პროექტში მონაწილეობდა სს...