2022-2023 სასწავლო წლის დეკემბრიდან სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლის მასწავლებლების ქალბატონ მანანა გორგასლიძისა და რუსუდან გორგაძის ხელმძღვანელობით IIIზ კლასის მოსწავლეები eTwinning-ის პლატფორმის საშუალებით შეუერთდნენ საერთაშორისო პროექტს: "ჩვენი ჯანსაღი ცხოვრება" .
პროექტის ავტორი: სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს ინგლისური ენის მასწავლებელი რიმა კუპრეიშვილი და პროექტის თანაავტორი ფუნდა იუგურ ილმაზი Funda Uğur Yılmaz.
პროექტის მიზნებია:
- ცნობიერების ამაღლება გარემოს კომპონენტების (ჰაერი, წყალი, ნიადაგი) სიცოცხლისთვის დასაცავად.
- მავნე ჩვევების უარყოფითი შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მავნე დამოკიდებულების ანალიზი და მათი პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით.
- 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება (მაგ. თანამშრომლობა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება, საჯარო გამოსვლა, ციფრული უნარები); გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების ცოდნა და გაგება;
No comments:
Post a Comment