Monday, 29 January 2024

    2023-2024 სასწავლო წელს მე-3 კლასის მოსწავლეებმა თამარ შაღაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს Etvinning-ის საერთაშორისო პროექტში სახელწოდებით: „ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი ტრადიციებით“.პროექტში ჩართული იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მასწავლებელი (თურქეთი, იტალია, მაკედონია, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, პორტუგალია, ალბანეთი, ხორვატია, ლიტვა, საბერძნეთი) პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს შორისაა: ტრადიციული კერძის მომზადება, ქართველი გმირების შესახებ პლაკატების დამზადება, მითებისა და ლეგენდების შესახებ ელექტრონული წიგნის დამზადება, ტრადიციული ცეკვის პრეზენტაცია, კალენდრის დამზადება, ონლაინ თამაშები ძველ და ახალ ტრადიციებზე და სხვა.პროექტმა მოსწავლეებს უკეთ გააცნო საკუთარი ქვეყნის ტრადიციები და ასევე საშუალება მისცა სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებსაც გაცნობოდა.



    2023-2024 სასწავლო წელს თბილისის ვ.გზირიშვილის 173-ე სკოლის მე-3 კლასის ბ კლასის მოსწავლეები თამარ შაღაშვილის ხელმძღვანელობით ჩართულნი იყვნენ ETVINNING პროექტში „ENVIRONMENT FOR LIBING“ ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა: თურქეთი, ბულგარეთი, იტალია, პორტუგალია, აზერბაიჯანი და მაკედონია. პროექტი ამოქმედდა და განხორციელდა ოქტომბერ-დეკემბერში. მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ ისეთ აქტივობებში, როგორიცაა: თესლის დარგვა, დრამატიზაცია, ონლაინ თამაშები დაბინძურების შესახებ, ცხოველების დამზადება გადამუშავებადი მასალებისგან, სურვილების ხის დამზადება, ჯგუფური კალენდრისა და Story Jumper აპლიკაციის წიგნის შექმნა თემაზე „ბედნიერი ცხოველები“. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გამოეყენებინათ საგანმანათლებლო აპლიკაციები, რათა უკეთ გაეგოთ რა ხდება გარემოში და რა არის მათი როლი მის დაცვაში. ამავდროულად, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ შეხვდროდნენ სხვა ქვეყნების სტუდენტებს და გაეზიარებინათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. .


საერთაშორისო პროექტი

წარმატებით დასრულდა მუშაობა საერთშორისო პროექტზე ,, ,TELL ME" , სადაც აქტიურად იქვნენ ჩართულები სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობი...