Monday, 29 January 2024

    2023-2024 სასწავლო წელს მე-3 კლასის მოსწავლეებმა თამარ შაღაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს Etvinning-ის საერთაშორისო პროექტში სახელწოდებით: „ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი ტრადიციებით“.პროექტში ჩართული იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მასწავლებელი (თურქეთი, იტალია, მაკედონია, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, პორტუგალია, ალბანეთი, ხორვატია, ლიტვა, საბერძნეთი) პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს შორისაა: ტრადიციული კერძის მომზადება, ქართველი გმირების შესახებ პლაკატების დამზადება, მითებისა და ლეგენდების შესახებ ელექტრონული წიგნის დამზადება, ტრადიციული ცეკვის პრეზენტაცია, კალენდრის დამზადება, ონლაინ თამაშები ძველ და ახალ ტრადიციებზე და სხვა.პროექტმა მოსწავლეებს უკეთ გააცნო საკუთარი ქვეყნის ტრადიციები და ასევე საშუალება მისცა სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებსაც გაცნობოდა.



No comments:

Post a Comment

eTwinning Project

  დასრულდა საერთაშორისო პროექტი „შემამჩნიე–Notice Me”, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ივნისამდე გრძელდებოდა პროექტში მონაწილეობდა სს...