2023 წლის 19 ოქტომბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლა eTwinning-ის „პლატფორმის საშუალებით შეუერთდა საერთაშორისო პროექტს: "მითხარი" (,,TELL ME"). პროექტის დამფუძნებლები იყვნენ თურქი პედაგოგი EsraÜnal Akçiçek და ქართველი პედაგოგი რუსუდან გორგაძე. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვა ქვეყნის პედაგოგებიც და რაც მთავარია, ჩვენი სკოლის მასწავლებლები: მაიკო ნანავა, ნინო გიორგაძე და მადლენა ასლანიკაშვიული თავიანთ სადამრიგებლო კლასებთან ერთად. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები, როგორიცაა: ღირსშესანიშნავი ადგილების წარდგენა, ტრადიციული კერძის მომზადება, ელექტრონული წიგნის დამზადება ერთობლივად, საყვარელი თამაშების წარდგენა, ტრადიციული ზღაპრის ინსცენირებები და სხვა. პროექტმა მოსწავლეებს უკეთ გააცნო საკუთარი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები და ასევე საშუალება მისცა გასცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებსაც.
No comments:
Post a Comment